წესები და პირობები

 

დასახელება:  Tolordava Swords (ი/მ დავით თოლორდავა)

საიდენტიფიკაციო კოდი:  01010012020

მისამართი:  ქ. თბილისი, ვ.ჯანჯღავა 71

ტელეფონი:  (+995) 599-111-351

ელ. ფოსტა:  tolordava.david@gmail.com

 

 

კომპანიის ვალდებულებები:

 

·    კომპანია ვალდებულია, მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.

·    საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის
ნიმუშის ჰქონდა.

·    კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა.

·    ხელშეკრულება - გულისხმობს მხარეთა შორის ზეპირ შეთანხმებას, რაც დასტურდება მომხმარებლისთვის საქონლის გადაცემით და ამავდროულად მომწოდებლისთვის შესაბამისი საზღაურის მიღებით (იგულისხმება ანგარიშსწორების მრავალი სახეობა)

 

ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების წესები:

მომხმარებლის მიერ ნივთის დისტანციური ხელშეკრულების ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენისას, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 7 კალენდარული დღის განმავლობაში. 

 

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

 მიწოდებული საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

 

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები

 

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:

 

·      მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;

 

·      თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.

 

·      ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.

 

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

 

·      მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;

 

·      გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.


პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვისდაპირება

 ჩვენ, Tolordava Sword-ის გუნდი, გპირდებით, რომ:

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა და თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.  თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა

კლიენტის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.

 

თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ Tolordava Sword-ს და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენს შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის, პირდაპირი მარკეტინგული, ასევე საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის. თქვენ აგრეთვე თანხმობას აცხადებთ დამუშავებული/მოპოვებული პერსონალური მონაცემები (მათ შორის "ქუქი" ("Cookie") ფაილები) საჭიროების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე Tolordava Swords-მა გადასცეს მესამე პირებს. ამასთანავე, მესამე პირთა მიმართ ასევე მოქმედებს მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკა. 

 

ე.წ. "ქუქი" ("cookie") ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია "cookie" და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა "cookie"  ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად "cookie" ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.

"cookie" არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისას. ბევრ სხვა სასარგებლო დატვირთვასთან ერთად, იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი.

შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის მიერ "cookie" ფაილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, ონლაინ შოპინგის მომხმარებლისათვის გამარტივება და ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების მიღება.

ჩვენი ვებ-გვერდი არ იყენებს "cookie" ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ჩვენ მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და კონფიდენციალურად დაცვის პოლიტიკას.

თუ გსურთ, შეზღუდოთ "cookie" ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლა, აღნიშნულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას "პარამეტრები". თქვენი ტექნიკური მოწყობილობის ბრაუზერიდან "cookie" ფაილების წაშლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების მომხმარებლის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით "cookie" ფაილებს.

სხვა წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და Tolordava Swords (შემდგომში „კომპანია“ ან tolordavaswords.com) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ tolordavaswords.com ვებ-გვერდიდან მიტანის სერვისის გამოყენებას.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

tolordavaswords.com-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით tolordavaswords.com-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

tolordavaswords.com-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით tolordavaswords.com-ს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.

ყველა კლიენტი , რომელსაც სურს tolordavaswords.com-ზე აირჩიოს ნივთი და ადგილზე მიტანის სერვისით ისარგებლოს, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. tolordavaswords.com -ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე. 

  1. ტერმინთა განმარტება

1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

გამოყენების წესები - აღნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და გამყიდველის ურთიერთობის გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

ვებ-გვერდი -tolordavaswords.com-ს ან ფეისბუქის გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

კლიენტი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს tolordavaswords.com-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;

კომპანია-tolordavaswords.com, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 01010012020 რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ვ.ჯანჯღავა 71.

მხარეები - კომპანია და მისი მომხმარებლები ერთობლივად;

  1. განცხადებები და გარანტიები

2.1 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.2. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან სრულწლოვანი ფიზიკური პირი.

2.3. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს tolordavaswords.com-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.4. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;არაუფლებამოსილი პირის მიერ პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი თავად მიიჩნევა შემძენად (მომხმარებლად).

2.5. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.6. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.7. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.8. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს;

 

  1. tolordavaswords.com-სა და მომხმარებელს შორისანგარიშსწორება

3.1. კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.

3.2. უნაღდო ანგარიშსწორებისას გადარიცხვის მიმღები არის ი/მ დავით თოლოედავა.

3.3. კომპანია მომხმარებლებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.

3.4. მყიდველი tolordavaswords.com-თან ანგარიშსწორებას ახდენს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, VISA International, MASTERCARD International ან American Express (AMEX)-ის პლასტიკური ბარათების გამოყენებით ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

 

მიტანის პირობები

პროდუქტის მიწოდებას tolordavaswords.com ახორციელებს კომპანია „ონვეი“-ს ან "იანდექს დელივერის" მეშვეობით

კომპანია  ვალდებულია პროდუქტი მოგაწოდოთ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე.

კომპანია პროდუქტის მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით განახორციელებს შეკვეთის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, თუ მიმწოდებლის შესაბამისი საწყობის სამუშაო საათები სრულდება მითითებულ დროზე ადრე და მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის მომზადებას ტრანსპორტირებისთვის, პროდუქტის ჩაბარება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის განხორციელებისას მითითებული მისამართი არის თბილისის ფარგლებს გარეთ, ტრანსპორტირება განხორციელდება 2-3 სამუშაო დღის ვადაში.


თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაუბრუნდება მიმწოდებელს.


მიტანის სერვისით მომსახურების საფასური: თბილისი - 10 ლარი. სხვა ქალაქები - 20 ლარი.


მიტანის სერვისი - მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

პროდუქციის გაცვლა / დაბრუნების პირობები:

  • ონლაინ ვებ გვერდიდან რეალიზებული პროდუქციის დაბრუნება/გაცვლა შესაძლებელია შეძენიდან 1 კვირის განმავლობაში. გაცვლა-დაბრუნებასთან დაკავშირებულ სატრანსპორტო ხარჯებს ანაზღაურებს კომპანია.
  • დამატებითი მომსახურება, როგორიცაა მაგალითად: მოოქროვება, დეტალების დამატება და სხვ. არის ფასიანი მომსახურება.
  • საგარანტიო მომსახურებით სარგებლობისათვის პროდუქცია უნდა წარმოადგინოთ მისამართზე: ქ.თბილისი, ვ.ჯანჯღავას 71. ტელ: 599-111-351